ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა VI საერთაშორისო ოლიმპიადის რესპუბლიკური ტურის პირობები
1. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა  VI საერთაშორისო ოლიმპიადის  I                               
ეტაპზე, რესპუბლიკურ ტურში, რომელიც ჩატარდება ქ.რუსთავში, 2012 წლის 31 მარტს, მონაწილემ უნდა  წარმოადგინოს  მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკისა და ეკოლოგიის,  სფეროებში მომზადებული პროექტი (სასურველია ხელსაწყოსთან ერთად).
2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII-XII კლასების მოსწავლეებს.
3. თითოეულ  პროექტს მოამზადებს ერთი  ან ორი მოსწავლე (გამარჯვების შემთხვევში ჯილდოვდება პროექტი).
4. მონაწილეს აქვს მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენის უფლება.
5. რესპუბლიკური ტურისათვის პროექტები  უნდა მომზადდეს ქართულ  ენაზე, ხოლო პროექტი, რომელიც საერთაშორისო ტურში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, სასურველია იყოს ინგლისურ ენაზე.
6. მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ ანკეტა. შევსებული ანკეტები და რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ  მისამართზე:

E-mail:info@iyipo.ge ; 

tinatin.chkhaidze@gmail.com

7.ნაშრომი გთხოვთ წარმოადგინოთ 2012 წლის  23 მარტამდე შემდეგ მისამართებზე: 
ა) ქ.თბილისი, გრიშაშვილის 51, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი,          
ტელ: 2 75 24 58;   2 75 44 94;
www.pdc.ge
ბ) ქ. ბათუმი, რ. შაჰინის სახ. მეგობრობის ლიცეუმი და ადწყებითი სკოლა, ბაგრატიონის 117,          
ტელ: 8 422 24 81 09
www.rsahin.com
გ) ქ. ქუთაისი, ნიკო ნიკოლაძის სახ. ლიცეუმი და წყებითი სკოლა, ირ. აბაშიძის 22ა, 
ტელ: 8 431 27 05 28
www.nns.ge
დ) ქ. რუსთავი, რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმი  ,     რუსთავის გზატკეცილი 22-ე კმ.
ტელ:8 341 28 04 90
www.rustavelischool.ucoz.ge
ე) მარნეულის აღმაშენებლის სკოლა–ლიცეუმი;  აღმაშენებლის ქუჩა, 89
ტელ. 8 357 22 24 33
8. პროექტი უნდა შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) პროექტის დასახელება
ბ) პროექტის მიზანი
გ) შესავალი
დ) მეთოდი
ე) დასკვნა
ვ) წყაროები
9. ნამუშევრის წარმოსადგენად თითოეულ მონაწილეს გამოეყოფა შესაბამისი ზომის მაგიდა და პანო, ხოლო პროექტისათვის საჭირო მასალები მონაწილეებმა თავად უნდა უზრუნველყონ. პროექტთან დაკავშირებული ხელსაწყო მონაწილეებმა უნდა განათავსონ მაგიდაზე, ხოლო საინფორმაციო განმარტებითი მასალა წარმოადგინონ პანოზე თვალსაჩინო ფორმით.
10.საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინოთ როგორც ნაბეჭდი სახით, ასევე CD-ზე.
11. ყოველი მონაწილე თავის პროექტს დაიცავს და პასუხს გასცემს ჟიურის წევრების კითხვებზე.
12. კონკურსის I ეტაპი, რესპუბლიკური ტური ჩატარდება 2012 წლის 31 მარტს ქალაქ რუსთავში, ხოლო საერთაშორისო 27–29 აპრილს თბილისში.
13. ყოველ მონაწილეს გადაეცემა კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი.
14. პროექტები შეფასდება კატეგორიების მიხედვით, დაჯილდოვდებიან კონკურსში გამარჯვებულები.
15. საორგანიზაციო კომიტეტი ıიტოვებს უფლებას საჭიროების შემთხვევაში  ცვლილებები  შეიტანოს დებულებაში.
-
-
ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა V საერთაშორისო  კონკურსი რესპუბლიკური ტურის
მონაწილის ანკეტა ფორმა
-
-
შეფასების კრიტერიუმები 
  • ნაშრომის სამეცნიერო ხასიათი         30 ქულა
  • მიზანი                                                  10 ქულა
  • მეთოდი                                                  10 ქულა
  • დასკვნა                                                  10 ქულა
  • სიახლე და ორიგინალურობა             50 ქულა
  • ორიგინალურობა                           20 ქულა
  • კომენტარი                                        10 ქულა
  • დინამიურობა (განვითარებადობა)  10 ქულა
  • პრაქტიკულობა                                     10 ქულა
  • გადმოცემის უნარი                              20 ქულა
  • პროექტის ზეპირი წარდმოდგენა  10 ქულა
  • წერილობითი წარდმოდგენა  5 ქულა
  • თვალსაჩინოების მეშვეობით წარმოდგენა 5  ქულა

-